თბილისი (GBC) - იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 546.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.0 %-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 68.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.9 პროცენტით გაიზარდა და 3 104.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2017-2022 წლებში:

იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.5 % შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი ($571.9 მლნ.), რუსეთი ($445.5 მლნ.) და თურქეთი ($349.3 მლნ.).

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი $842.0 მლნ. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.1 %-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები $441.2 მლნ. (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.2 %), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები $221.7 მლნ. (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 %).