თბილისი (GBC) – Bloomberg-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა რიში სუნაკმა უარყო განცხადებები ე.წ ,,შვეიცარიული მოდელის’’ შესახებ. სუნაკმა პირდაპირ განაცხადა, რომ არ განიხილავს ბრიტანეთისა და ევროკავშირის ზემოთ აღნიშნული ფორმით ,,ურთიერთობას’’.

გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანეთის საზოგადოება აქტიურად აკრიტიკებს 6 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რისი მთავარი მიზეზი მიმდინარე ეკონომიკური რეცესია და ინფლაციაა.