ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, - პრემიერს კერძო სექტორის სჯერა. მისი  თქმით  მმართველი  პარტიის მიმართ ნდობა რეკეტის აღკვეთით არის განპირობებული 

ირაკლი კობახიძე ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებას ოცნების ხელისუფლების მთავარ მიღწევად აფასებს.

მისი თქმით, 2004-2012 წლები თუკი რამით იყო გამორჩეული,იყო სწორედ ბიზნესის რეკეტი. დღეს კი თავისუფალია, რასაც აფასებენ ბიზნესმენები

"მადლობა თითოეულ კომპანიას და მეწარმეს, რომელმაც შესწირა თანხები „ქართულ ოცნებას“,- კერძო სექტორს პრემიერმა მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წელს მეტი შემოწირულობის მიზიდვისთვის უფრო მეტად გააქტიურდებიან.

 "„ენჯეოებისგან“განსხხვავებით, ყველაფერი გამჭვირვალეა და ყველას შეუძლია, ჩაიხედოს, როგორ წარიმართება ამ კომპანიების საქმიანობა, საიდან აქვთ შემოსავლები და როგორ ახერხებენ ისინი ტენდერების მოგებას", განაცხადა პრემიერმა.