თბილისი (GBC) - აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის ხელმძღვანელობით, საქართველოდან 45 ბიზნესპერსონა აშშ-ში, უდიდეს საინვესტიციო სამიტზე ჩავიდა. სამიტი ხელს უწყობს შეერთებულ შტატებში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ–ის საელჩო ავრცელებს.
"ხშირად წარმატებისთვის მხოლოდ შესაძლებლობის ფანჯარაა საკმარისი. ჩვენ ასეთ შესაძლებლობას ვქმნით ქართველი ადამიანებისთვის, რომლებსაც უნიკალური იდეები და ბიზნესები აქვთ. მათ ამერიკულ ბაზარზე გასვლაში ვეხმარებით.
ელჩი დანიგანის ხელმძღვანელობით ორმოცდახუთი ბიზნესპერსონა საქართველოდან ჩავიდა SelectUSA უდიდეს საინვესტიციო სამიტზე, რომელიც ხელს უწყობს შეერთებულ შტატებში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ამ რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ში ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებით შედგა შეხვედრები ინვესტორებთან და აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ასევე, მოხდა ბიზნესიდეების წარდგენა.
ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად. შეერთებული შტატები ამ ეკონომიკური პარტნიორობის ერთგული რჩება". - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
SelectUSA საინვესტიციო სამიტს ესწრებოდნენ ისეთი ორგანიზაციის წარმომადგენლები, როგორიცაა:
- 8000 მოსავალი / 8000 Vintages;
- American Chamber of Commerce in Georgia;
- არქი - Archi;
- Boxette Georgia;
- თბილი სახლი • Casa Calda;
- Caucasus Auto Import;
- CBS Group LLC;
- Chiaturamanganum Georgia;
- FAS Group • სრული ბუღალტრული მომსახურება;
- Georgian Cement Company;
- Globalize;
- Lawformer;
- DENS;
- Entrée • ანტრე;
- Pulsar AI;
- roommate.ge;
- ROOMS Hotels;
- Sidekick;
- Silk Road Group;
- Tasteit;
- Tegeta • თეგეტა;
- Unfound Door;
- VELI.store;
- TaskHand.