თბილისი (GBC) - ტოპ5 ექსპორტიორ და იმპორტიორთა შორის ლიდერი შპს „Caucasian Metals Terminal“–ის, ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიას 2021 წელს 29.9 მლნ ლარის ამონაგები უფიქსირდება, რაც 8.9%-ით ნაკლებია წინა 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

მიუხედავად ამონაგების შემცირებისა, კომპანია 10%-ით ზრდის საერთო მოგებას და 9.7 მლნ ლარს აფიქსირებს. ამასთან, 2021 წელს კომპანიამ 20%-ით გაზარდა აქტივების მოცულობა და 31.6 მლნ ლარი დააფიქსირა.

Caucasian Metals Terminal - სექტემბრის როგორც ექსპორტიორ, ასევე იმპორტიორი კომპანიების ტოპ ხუთეულში მოხვდა.

2022 წლის სექტემბრის ტოპ 5 ექსპორტიორი: RMG Cooper; რუსთავის აზოტი; Caucasasian Metals Terminal; ტოიოტა კავკასია; ჯორჯიან მანგანეზი. ტოპ 5 იმპორტიორი : Caucasian Metals Terminal; კავკასიის ავტოიმპორტი; რომპეტროლ საქართველო; სან პეტროლიუმ ჯორჯია; ტოიოტა კავკასია.

შპს ,,Caucasian Metals Terminal" დაარსდა 2011 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სპილენძის კონცენტრატის (მხოლოდ ტრანზიტული) შემოტანა/დასაწყობება, შემდგომ შერევა/გადამუშავება (შერევის მიზანია სპილენძის კონცენტრაციის ამაღლება, ასევე, ტვირთის გაკეთილშობილება) და შემდეგ - ექსპორტზე გაშვება.

სპილენძის მადნები, იანვარ-სექტემბრის საქართველოს ექსპორტში უკონკურენტო ლიდერია ($753,3 მლნ), ხოლო იმპორტში მესამე ადგილს იკავებს ($568,1 მლნ).

კომპანიაში საშუალოდ დასაქმებულია 260 ადამიანი.

კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:

გოჩა კურდღელია - 15%;

C.I.I. Clay Industries International Limited (კვიპროსი) - 85%.

ფინანსური ანგარიში 2021 მლნ ლარი 2020 მლნ ლარი
ამონაგები 29.9 32.8
აქტივები 31.6 26.4
საერთო მოგება 9.7 8.9
წმინდა მოგება 3.8 (1.1)