თბილისი (GBC) – სს თელასის აქციონერთა წლიური (რიგითი) საერთო კრება 31 მარტს ჩაინიშნა, სადაც რამდენიმე საკითხი უნდა დამტკიცდეს, მათ შორის მოგების განაწილება და 2024 წლის ანგარიშისა და ფინანსური ანგარიშგების დამტკიცება.
2024 წელს ამონაგებმა ელექტროენერგიის განაწილებიდან და ტრანზიტიდან ₾227.8 მლნ შეადგინა, რაც ₾5.9 მლნ-ით მეტია, ვიდრე 2023 წელს. მიზეზი ელექტროენერგიის განაწილების და ტრანზიტის მოცულობის ზრდაა.
2024 წელს სს თელასის გამანაწილებელ ქსელებში დანაკარგების კომპენსაციისთვის საზოგადოების მიერ შესყიდულმა ელექტროენერგიამ შეადგინა ₾33.1 მლნ შეადგინა, რაც ₾6.2 მლნ-ით მეტია, ვიდრე 2023 წელს. ეს კი თელასის განმარტებით, გამოწვეულია იმით, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი 2024 წელს გაიზარდა (y.y).
FY24-ში კომპანიამ ₾93.4 მლნ-ის წმინდა მოგება მიიღო, +4.3% გეგმასთან მიმართებით. წინა წლებში დაგროვებული გაუნაწილებელი მოგების გათვალისწინებით კი, კომპანიის გაუნაწილებელი მოგების ნაშთმა წლის ბოლოსთვის ₾299.4 მლნ შეადგინა.
ცნობისთვის, 2025 წლის 28 თებერვალს საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ წინასწარ დაამტკიცა საზოგადოების წლიური ანგარიში და 2024 წლის ფინანსური ანგარიშგება, ასევე აქციონერთა საერთო კრებას რეკომენდაცია გაუწია არ გაანაწილოს საზოგადოების მოგება და არ გადაიხადოს დივიდენდები 2024 ფინანსური წლის შედეგების მიხედვით.
შეგახსენებთ, თელასს დივიდენდი წლებია არ გაუნაწილებია, გარდა 2024 წელს წინა წლების მოგებიდან ₾18 მლნ-ის ოდენობით, თითო ჩვეულებრივ აქციაზე, ₾0.16 ლარის გადახდისა.
კომპანიის კაპიტალი ₾112 429 418-ს შეადგენს და დაყოფილია 112 429 418 ცალ ჩვეულებრივ აქციად ნომინალური ღირებულებით თითოეული 1 ლარი.
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სააქციო კაპიტალის სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება: