თბილისი(GBC) - საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 60 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც 21.8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 10.5% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2021 წელს 10.3%-ით განისაზღვრა.