თბილისი (GBC) – ტრანსპორტის სექტორში არსებული და პოტენციური პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელთან ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში შომიკ მენდირატასან ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე.

ფინანსთა სამინისტროს პრეს–სამსახურის ცნობით, უწყებაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე საგზაო, სარკინიგზო და სატრანსპორტო გადაზიდვების მიმართულებებით.

ხაზი გაესვა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობისა და შუა დერეფნის სატრანზიტო პოტენციალის გათვალისწინებით.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისი.