თბილისი (GBC) – „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ" განკარგულება განიხილეს საქართველოს მთავრობის ორშაბათის სხდომაზე, რომლის მიხედვით, 337 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული 342 საცხოვრებელი ფართი.

მთავრობის პრეს–სამსახურის ცნობით, დევნილები საცხოვრებელ ბინებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში, გორში, გარდაბანში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ბათუმსა და მარნეულში მიიღებენ.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე სულ 6 საკითხი განიხილეს.