თბილისი (GBC) – საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა კატარის ფინანსთა მინისტრ ალი ბინ აჰმედ ალ-კუვარისთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საფინანსო, სავაჭრო და სხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ფისკალური რეფორმების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და ფისკალური დისციპლინის როლზე ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის პროცესში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს დაკავშირებადობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების როლზე.

ლაშა ხუციშვილმა კატარის კოლეგას საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმდინარე ტენდენციები, ასევე მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი გააცნო.

შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა თანამშრომლობის გაგრძელებისა და შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძეც დაესწრო.