თბილისი (GBC) - ადიგენის მუნიციპალიტეტი დაბა აბასთუმანში ასათიანის ქN7-ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, დაშლილი ყოფილი ავტოფარეხის შენობით, აუქციონზე ყიდის. საწყისი ფასი ₾50 118-ია, ვაჭრობის ბიჯი: ₾5 012. მიწის საერთო ფართობი 182მ²–ს შეადგენს. შესაბამისად, 1კვ/მ მიწის საწყისი ფასი ₾275-ია.

აღნიშნული აუქციონი არის პირობიანი, ვინაიდან მიწის ნაკვეთი (დაშლილი შენობა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი და მასზე რაიმე სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებისთვის საჭიროა სხვადასხვა უწყების წერილობითი თანხმობები.

უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზეა გამოტანილი. 

აუქციონი 24 იანვარს იხურება. ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტში არც ერთი ბიჯი არ არის გაკეთებული.