თბილისი (GBC) - recov.ge-ის ინფორმაციით, ბათუმში 2025 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 14.4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,189 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 8.8%-ით, კვ.მ.-ზე 1,099 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ბათუმში 2025 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 9.4%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 16.9%-იანი კლება დაფიქსირდა.
2025 წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა და 1,177 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 13.1%-ით 64 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.