თბილისი (GBC) - recov.ge-ის ინფორმაციით, ბათუმში 2024 წლის დეკემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 11%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,114 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 0.2%-ით, კვ.მ.-ზე 985 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ამასთან, 2024 წელს ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 15,034 ერთეული შეადგინა და წინა წელთან შედარებით 2%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა 6%-ით, 778 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

2024 წლის დეკემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის დეკემბერთან შედარებით 19%-ით, 1,426 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 28%-ით გაიზარდა და 76 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

recov.ge-ის ინფორმაციით, ბათუმში 2024 წლის დეკემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 16%-იანი კლება დაფიქსირდა.  

2024 წელს, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2023 წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2024 წელს ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 1%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წელთან შედარებით მაჩვენებელი 23%-ით შემცირდა.