მოსახლეობის რეკორდული, 54%-იანი მატება ბათუმში და 30%-იანი კლება ხულოშ...
საქალაქო დასახლებებში
მოსახლეობის ზრდამ 15.7% (332 821
კაცი), ხოლო სოფლის
მოსახლეობის კლებამ 7.4% (117 044
კაცი) შეადგინა. შედეგად, 2014
წლის აღწერასთან
შედარებით, მნიშვნელოვნად
შეიცვალა ქალაქი/სოფლის
სტრუქტურა - ქალაქის
მოსახლეობის წილი მთლიან
მოსახლეობაში 5.3 პ.პ.-ით
გაიზარდა და 62.5%-ს
გაუტოლდა.2024 წლის აღწერის
შედეგების მიხედვით,
თბილისში მოსახლეობის
რიცხოვნობა 1 331 485 კაცით
განისაზღვრა, რაც 2014 წლის
აღწერის შედეგად მიღებულ
მონაცემებს 20.1%-ით (222 768 კაცი)
აღემატება.2014 წლის
აღწერასთან შედარებით,
მოსახლეობის ყველაზე
მნიშვნელოვანი მატება,
თბილისის გარდა,
დაფიქსირდა აჭარის ა.რ.-ში
(20.7%) და ქვემო ქართლის
რეგიონში (4.2%).საქსტატის
მონაცემებით, დანარჩენ
რეგიონებში მოსახლეობის
რიცხოვნობის მაჩვენებელი
შემცირდა, კერძოდ: ყველაზე
მეტი კლება დაფიქსირდა
გურიის რეგიონში - 9.7% და
სამეგრელო-ზემო სვანეთში -
7.6%. მნიშვნელოვანი
შემცირება შეინიშნება
ასევე რაჭა-ლეჩხუმსა და
ქვემო სვანეთში (6.8%), კახეთში
(4.6%) და იმერეთში (4.3%).2014 წლის
აღწერასთან შედარებით,
ყველაზე მაღალი ზრდა
ბათუმში დაფიქსირდა, სადაც
მოსახლეობის რიცხოვნობა
54.2%-ით გაიზარდა და 235 668 კაცი
შეადგინა. მნიშვნელოვანი
ზრდა ასევე გამოვლინდა
ყაზბეგის (28.8%), ლენტეხისა (17.5%)
და მარნეულის
მუნიციპალიტეტებში (11%).
დადებითი დინამიკა
შეინიშნებოდა ასევე
ქუთაისსა (9%) და რუსთავში
(5.6%).2014 წელთან შედარებით
მნიშვნელოვანი კლება
დაფიქსირდა ხულოს (29.9%) და
შუახევის (26.2%)
მუნიციპალიტეტებში.
მოსახლეობის რიცხოვნობის
შემცირების ტენდენცია
შეინიშნებოდა ასევე
ცაგერის (18.2%), წყალტუბოს (15.1%)
და ტყიბულის (14.9%)
მუნიციპალიტეტებში. მოსახლეობის
სქესობრივ-ასაკობრივი
შემადგენლობასაქსტატის
მონაცემებით, 2024 წლის
აღწერის შედეგების
მიხედვით, საქართველოს
მოსახლეობის 47.9%-ს კაცები
შეადგენენ (1 881 004), ხოლო 52.1%-ს -
ქალები (2 048 577).2014 წელთან
შედარებით 65 წლისა და
უფროსი ასაკის
მოსახლეობის წილი 3.3 პ.პ.-ით
გაიზარდა და 17.6% შეადგინა (692
700 კაცი). 0–14 წლის ასაკობრივი
ჯგუფის წილი 1 პ.პ.-ით
გაიზარდა და 19.6% შეადგინა (770
823 კაცი). 15–64 წლის ასაკობრივი
ჯგუფის წილი 4.3 პუნქტით
შემცირდა და 62.8% შეადგინა (2 466
058 კაცი).მოქალაქეობა2024 წლის
აღწერის შედეგების
მიხედვით, საქართველოს
მოქალაქეთა რიცხოვნობა 2014
წელთან შედარებით 2.5%-ით
გაიზარდა და 3 775 415 კაცი
შეადგინა, თუმცა მათი წილი
მთლიან მოსახლეობაში,
აღწერათაშორის პერიოდში
99.2%-დან 96.1%-მდე შემცირდა.
საქართველოში მუდმივად
მცხოვრებ უცხო ქვეყნის
მოქალაქეთა რიცხოვნობამ 133
857 კაცი შეადგინა.უცხო
ქვეყნის მოქალაქეებს
შორის პირველ ხუთეულს
წარმოადგენენ რუსეთის
ფედერაციის (37 715 კაცი),
ინდოეთის (23 925 კაცი),
უკრაინის (11 542 კაცი),
აზერბაიჯანის (8 309 კაცი) და
სომხეთის (5 381 კაცი)
მოქალაქეები.2024 წლის
აღწერის შედეგების
მიხედვით, ეროვნებით
ქართველი მოსახლეობის
რიცხოვნობა 2014 წელთან
შედარებით 2.5%-ით გაიზარდა
და 3 304 075 კაცი შეადგინა.
თუმცა, მთლიან
მოსახლეობაში ეროვნებით
ქართველი მოსახლეობის
წილი 86.8%-დან 84.1%-მდე შემცირდა.
მეორე უმსხვილეს ეთნიკურ
ჯგუფს 268 832 კაცით (6.8%)
აზერბაიჯანელები
წარმოადგენენ, რომელთა
რიცხოვნობა 15.4%-ით გაიზარდა,
ხოლო მესამე ჯგუფს 169 296
კაცით (4.3%) ეროვნებით სომეხი
მოსახლეობა წარმოადგენს,
რომელთა რიცხოვნობა 2014 წლის
აღწერასთან შედარებით
0.7%-ითაა გაზრდილი.ეროვნებით
რუსი მოსახლეობის
რაოდენობა აღწერათაშორის
პერიოდში 60.8%-ით გაიზარდა და
42 545 კაცი შეადგინა. ინდოელი
ეროვნების მოსახლეობა 446
კაციდან 23 996 კაცამდე
გაიზარდა. უკრაინელთა
რიცხოვნობა 139.4%-ით გაიზარდა
და 14 443 კაცი შეადგინა. არაბი
ეროვნების მოსახლეობა 609
კაციდან 12 533 კაცამდე,
ბელარუსელთა რიცხოვნობა 431
კაციდან 4 558 კაცამდე, ხოლო
ირანელთა რიცხოვნობა 217
კაციდან 4 304 კაცამდე
გაიზარდა.აფხაზი
ეროვნების მოსახლეობა 5%-ით
გაიზარდა და 907 კაცი
შეადგინა. ამავე პერიოდში
ოსი ეროვნების მოსახლეობა
12.3%-ით შემცირდა და 12 611
შეადგინა, ხოლო იეზიდთა
რაოდენობა 7%-ითაა
შემცირებული და 11 324 კაცი
შეადგინა.აღმსარებლობა2024
წლის აღწერის შედეგების
მიხედვით, საქართველოს
მოსახლეობის 82%-ს (3 223 206 კაცი)
მართლმადიდებლები
შეადგენენ, რაც 2014 წელთან
შედარებით 4.1%-ით მეტია.
თუმცა, აღწერათაშორის
პერიოდში, მთლიან
მოსახლეობაში მათი წილი
83.4%-დან 82%-მდე
შემცირდა.მუსლიმური
სარწმუნოების მიმდევართა
რიცხვმა 437 458 შეადგინა
(მთლიანი მოსახლეობის 11.1%),
რაც 2014 წლის შესაბამის
მაჩვენებელს 9.7%-ით
აღემატება. სომხური
სამოციქულო ეკლესიის
მიმდევართა რაოდენობა 6.7%-ით
შემცირდა და 101 736 კაცი
შეადგინა. კათოლიკური
სარწმუნოების მიმდევართა
რიცხვი თითქმის უცვლელია,
ხოლო იეჰოვას მოწმეთა
რაოდენობა 13%-ით შემცირდა და
10 787 კაცი
შეადგინა.მშობლიური
ენასაქსტატის
მონაცემებით, 2024 წლის
მოსახლეობის აღწერის
შედეგების მიხედვით,
საქართველოს მოსახლეობის
85.1 პროცენტისთვის (3 343 987 კაცი)
მშობლიური ენა ქართულია. 2014
წელთან შედარებით,
ქართულენოვანი
მოსახლეობის რაოდენობა
2.7%-ით გაიზარდა, თუმცა მათი
წილი მთლიან მოსახლეობაში
87.6%-დან 85.1%-მდე
შემცირდა.მშობლიური ენის
მიხედვით, მეორე ადგილზეა
აზერბაიჯანული ენა - მას
მშობლიურ ენად 265 534 ადამიანი
(6.8%) მიიჩნევს. 2014 წელთან
შედარებით,
აზერბაიჯანულენოვანი
მოსახლეობის რაოდენობა
14.7%-ით გაიზარდა. სომხური ენა
მშობლიურად 139 438 ადამიანს (3.5%)
აქვს მითითებული, რაც წინა
აღწერით მიღებულ
მონაცემებს 3.7%-ით
ჩამორჩება.ამავე პერიოდში,
რუსულენოვანი მოსახლეობის
რაოდენობა 18.6%-ით გაიზარდა
და 54 460 კაცი შეადგინა. ოსური
ენა მშობლიურ ენად მიუთითა
3 839 კაცმა, რაც წინა, 2014 წლის
აღწერის შესაბამის
მონაცემებზე 32.6%-ით
ნაკლებია. 370 კაცისთვის
მშობლიურ ენას
წარმოადგენს აფხაზური, რაც
2014 წლის ანალოგიურ
მაჩვენებელთან (272 კაცი)
შედარებით 36%-ით
მეტია.საქართველოს 2024 წლის
მოსახლეობის და
სასოფლო-სამეურნეო აღწერა
ჩატარდა 2024 წლის 14
ნოემბრიდან 31 დეკემბრის
პერიოდში. აღწერამ მოიცვა
ქვეყნის მთელი ტერიტორია
ოკუპირებული ტერიტორიების
გარდა. საქსტატის
მტკიცებით, საერთაშორისო
მეთოდოლოგიის მიხედვით,
აღწერას დაექვემდებარა
ქვეყანაში მუდმივად
მცხოვრები საქართველოს
ყველა მოქალაქე, ასევე
ქვეყნის ტერიტორიაზე
მყოფი უცხო ქვეყნის
მოქალაქეები და
მოქალაქეობის არმქონე
პირები.მოსახლეობის
გამოთვლის მომენტად
(აღწერის კრიტიკული
მომენტი) განისაზღვრა 13-14
ნოემბრის შუაღამის 12 საათი,
რომლის მიხედვითაც
განხორციელდა ფაქტების
რეგისტრაცია, ხოლო
სასოფლო-სამეურნეო
აღწერას დაექვემდებარა
ყველა ის შინამეურნეობა და
იურიდიული პირი, რომელსაც
2024 წლის 1 ოქტომბრის
მდგომარეობით,
საკუთრებაში ან დროებით
სარგებლობაში ჰქონდა
სასოფლო-სამეურნეო მიწა, ან
ჰყავდა პირუტყვი, ფრინველი
ან ფუტკრის ოჯახი,
მიუხედავად იმისა,
საანგარიშო წელს აწარმოა
თუ არა რაიმე სახის
სასოფლო-სამეურნეო
პროდუქცია. აღწერის
ფარგლებში, მონაცემები
შეგროვდა ელექტრონულად,
თანამედროვე
ტექნოლოგიების
გამოყენებით. პროცესი ორ
ეტაპად განხორციელდა:
პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23
ნოემბერი) გამოყენებული
იქნა თვითრეგისტრაციის
მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე
ეტაპზე (29 ნოემბრიდან - 31
დეკემბერი) - კომპიუტერის
დახმარებით პერსონალური
ინტერვიუს მეთოდი (CAPI).
ამასთან, იმის
გათვალისწინებით, რომ
ნოემბერ-დეკემბრის
პერიოდში ზოგიერთ
მაღალმთიან და ძნელად
მისადგომ დასახლებაში
ამინდის შესაძლო
გაუარესების გამო
გართულდებოდა საველე
სამუშაოების ჩატარება,
მესტიის, ყაზბეგის,
ლენტეხის, ნაწილობრივ
ახმეტისა (ომალოს
ადმინისტრაციული ერთეული)
და დუშეთის (გუდამაყრის,
მაღაროსკარის,
უკანაფშავის, ქვეშეთის,
შატილისა და ხევსურეთის
ადმინისტრაციული
ერთეულები და ფასანაურის
ადმინისტრაციულ ერთეულში
შემავალი სოფლები)
მუნიციპალიტეტებში აღწერა
ჩატარდა 2024 წლის
სექტემბერში.
1782115867