თბილისი (GBC) - გალტ&თაგარტის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 24 სექტემბერს 5-წლიანი 85 მლნ ლარის (31.2 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა.

ამასთან, მოთხოვნა 2.1-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.308პ.პ-ით შემცირდა და 8.465% შეადგინა.

უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 1 ოქტომბერს, სადაც 6-თვიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 3.3-წლიანი 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.