თბილისი (GBC) - გლობალური ომის პარტიის შემდეგ, ჩნდება ლიბერალურ ფაშისტური ბულინგი, - პრემიერმა

27 მაისს, დღის ბოლოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ოპოზიციის მოწყობილი საბოტაჟის მცდელობის შედეგია.

კობახიძის ვერსიით იყო ხელოვნური ჩარევა. მაგრამ ვერ დაასახელებს ვისი. ასევე თქვა რომ კანონი ეროვნულ ბანკსაც უკრძალავს დეტალების გასაჯაროებას. 

მისი თქმით, ამის საფუძველზე უნდა აგორებულიყო პროტესტის ტალღა და გადაზრდილიყო რევოლუციაში. მაგრამ მცდელობა უსუსური გამოდგა.

აღნიშნა, რომ საფინანსო ბაზარზე ხელოვნური ზეწოლა, მოეწყო ევროპელი ლიდერების ვიზიტისთვის. ისინი მანიფესტანტებთან ერთად დადგნენ პარლამენტთან.

"წინა შემთხვევაში. ერთი კონკრეტული სუბიექტის ჩარევით მოხდა ეს ყველაფერი. იყო საბოტაჟის შესაძლო ნიშნები. ვერ დავასახელებ, კანონით მეკრძალება საუბარი და ეროვნულ ბანკსაც ეკრძალება. 2 დღე ლარის კურსი უნდა დაცემულიყო. უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები და საგარეო საქმეთა მინისტრები", - კობახიძის თქმით მზადდებოდა რევოლუციის გეგმა, მაგრამ ჩაიშალა.

რუსული კანონი რამდენად დამაზიანებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამ კითხვაზე პრემიერმა უპასუხა, რომ  მაღალი ზრდა წლის ბოლომდე შენარჩუნდება. აღნიშნა, რომ იანვარი-აპრილის საშუალო ზრდა 8%-ია, რაც სსფ-ს ნაწინასწარმეტყველევს აღემატება და ასევე ფონდის პროგნოზზე მაღალი მაჩვენებლით დასრულდება 2024.

პრემიერი ცოტა კი გაბრუებული ჩანდა, ბრიფინგისთვივ შეუფერებელ ამპლუაში. თითქოს რინგზე იყო, გლობალურ ომის პარტიის პირისპირ. პარტია კი ხან სსფ-ის სახით ევლინებოდა, ხან ევროლიდერების  და ხან მოცეკვავე მანიფესტანტების. 

არადა დასაწყისში ძაან იქადნებოდა, ლიბერალურ ფაშისტური ბულინგი ვერას გვაკლებსო. წნეხშია ნუ.