თბილისი (GBC) - ჩინეთში ენერგორესურსებზე მოთხოვნის ზრდის მიუხედავად ნავთობის ფასები მცირდება. ბაზარზე გავლენას კვლავაც დოლარის გამყარება ახდენს. ასევე, ნავთობს წითელ ზონაში უბიძგებს მოლოდინები, რომ ცენტრალური ბანკები ინფლაციასთან საბრძოლველად ფულად–საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებენ, წერს სააგენტო Bloomberg.

ორშაბათის ვაჭრობებზე, თბილისის დროით 12:25 საათისთვის, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 2,09%–ით ($1,93) მცირდება და ბარელის ფასი $89,44–ს შეადგენს.

კიდევ უფრო მეტს – 2,28%–ს კარგავს ამერიკული ნავთობი WTI, რომლის ფასიც ამ დროისთვის 83,12 დოლარია ბარელზე.