თბილისი (GBC) – ოქროს დეკემბრის ფიუჩერსებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და უნციის ფასმა პარასკევის ვაჭრობაზე $3 534,1–ს მიაღწია.

თბილისის დროით 10:00 საათისთვის ოქრო 1%–ით გაძვირდა, $3 488–მდე უნციაზე. სააგენტო REUTERS წერს, რომ ძვირფასი ლითონის ფასი ზედიზედ მეორე კვირაა იზრდება, აშშ–ის ტარიფებთან დაკავშირებით შექმნილი გაურკვევლობისა და ფედრეზერვის მხრიდან განაკვეთის შემცირების მოლოდინის ფონზე.

Financial Times ხუთშაბათს წერდა, რომ ვაშინგტონმა 1 კგ წონის ოქროს ზოდების იმპორტი დაბეგრა – ეს პროდუქტი აშშ–ში ძირითადად შვეიცარიიდან შედის.