თბილისი (GBC) - „თიბისი კაპიტალის“ სექტორულ კვლევაშია აღნიშნულია, რომ 2024 წლის დეკემბერში, თიბისი არხებით განხორციელებული ჯამური უნაღდო დანახარჯები, წლიურად 15%-ით, უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა კი წლიურად 9%-ით გაიზარდა. კვლევის მიხედვით, 2023 წელთან შედარებით 2024 წლის დეკემბერში სურსათზე უნაღდო დანახარჯები 21%-ით გაიზარდა. ჩეკის საშუალო ღირებულებამ, თიბისი ბანკის არხებით, 18.5 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია 3.6%-მდე გაიზარდა.

მზარდია არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები. დეკემბერში წლიურმა ზრდამ 26% შეადგინა.

დეკემბერში, სასტუმროებში, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯების წლიურად 32%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციების მოცულობამ 426 ლარი შეადგინა, რაც 2023 წლიდან მოყოლებული უდიდესი მაჩვენებელია.

რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 33%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანზაქციის საშუალო მოცულობა 31 ლარზეა შენარჩუნებული. გართობის სექტორში კი, თიბისი არხებით უნაღდო დანახარჯები წლიურად 2%-ით შემცირდა.

თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯებმა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 2024 წლის დეკემბერში 12%-იანი წლიური ზრდა აჩვენა, საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ კი 114 ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში, სხვა საცალო მაღაზიებში უნაღდო დანახარჯების მოცულობა, თიბისი ბანკის არხებით, გასულ წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, დეკემბერში თიბისის არსებით ტრანზაქციები 9%-ით გაიზარდა, თუმცა ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა წლიურად 23%-ით შემცირდა.

თიბისი ბანკის დეკემბრის დანახარჯების დინამიკის მიხედვით, სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 11%-ით გაიზარდა; ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯებმა 18%-იანი წლიური ზრდა შეადგინა; ავეჯსა და მოწყობილობებზე 11%-ით გაიზარდა.

დანახარჯების დეკემბრის დინამიკის მიხედვით, საწვავზე უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 12%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობა საწვავზე გასული წლის დეკემბრის მაჩვენებელს გაუტოლდა და 51 ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდის განმავლობაში, მანქანასთან დაკავშირებული ხარჯები, გასულ წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე 62 ლარს გაუტოლდა.

პირად ჰიგიენაზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 11%-ით გაიზარდა, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდის ტემპმა ფარმაციაზე 25% შეადგინა.

ამავე პერიოდში, ჯანდაცვაზე უნაღდო დანახარჯებმა, თიბისი ბანკის არხებით, გასულ წელთან შედარებით 26%-იანი ზრდა აჩვენა. 2024 წლის დეკემბერში ტრანზაქციის საშუალო მოცულობამ 112 ლარი შეადგინა.

ტელეკომუნიკაციასა და ციფრულ სერვისებზე უნაღდო დანახარჯები თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 24%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 11.72 ლარი შეადგინა.

„თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ სურსათზე გაწეულმა დანახარჯებმა უნაღდო დანახარჯებში კვლავ ყველაზე მაღალი წილი დაიკავა. დეკემბერში საქონელსა და მომსახურებაზე ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილება 69%-სა და 31%-ს გაუტოლდა. საქონელზე გაწეულმა ხარჯებმა 2023 და 2024 წლების დეკემბრის თვის განმავლობაში ჯამური უნაღდო დანახარჯების უდიდესი წილი შეადგინა.

რესტორნებზე დახარჯულმა წილმა მთლიან უნაღდო დანახარჯებში 12% შეადგინა. სურსათზე დანახარჯების წილი, რომელიც წარმოადგენს ყველაზე დიდი წილის მქონე კატეგორიას ჯამურ უნაღდო დანახარჯებში, თიბისი ბანკის არხებით, 28%-მდე გაიზარდა.