თბილისი (GBC) – ობლიგაციების გამოშვება „ლოპოტამაც“ მოინდომა. თიბისი კაპიტალის ბროკერობით, სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებისთვის.

|
ვალუტა /რაოდენობა/ |
$ /ერთეული |
|
|
ნომინალი |
1 000 |
|
|
საორიენტაციოგანაკვეთი (%) |
7.75% |
|
|
რაოდენობა |
/40/ |
|
|
ღირებულება |
$1 000 000 |
|
|
დაფარვის თარიღი |
04/2027 |
წყარო: ემიტენტი
„ემიტენტს არ აქვს საკრედიტო რეიტინგი. პროსპექტში აღნიშნულია სხვადასხვა დაშვებებზე. არსებობს ალბათობა, ფასიანი ქაღალდების, ერთ-ერთი მსხვილი, თიბისი ბანკის მიერ შეძენის ალბათობა, რომელიც აფილირებულია განთავსების აგენტთან (სს „თიბისი ბანკის“ პირდაპირი შვილობილი).
ამასთან კორპორაციული დაკრედიტების მიმართულებას (რომელიც კორპორაციული სესხების გაცემასთან ერთად მოიცავს, ობლიგაციებში ინვესტირებას) ჰყავს საერთო მენეჯმენტი
() განთავსების აგენტს კანონმდებლობით მოეთხოვება, სს „თიბისი ბანკს“, ასევე ყველა ინვესტორს მოექცეს თანასწორად
() Book-building-ისას (საპროცენტო სარგებლის საბოლოო განაკვეთის ფორმირება) პროსპექტით გათვალისწინებულზე მეტის შეძენის ინტერესისას, განაცხადი კმაყოფილდება პროპორციულად თუ სხვაგვარად, ამის გადაწყვეტილებას იღებს თავად ემიტენტი და არა აგენტი.
მთლიანი საემისიო პროგრამა $20,000,000 -მდეა. ვალუტა დაზუსტდება თითოეული გამოშვებების, „წინასწარი შეთავაზების პირობების დოკუმენტით". შესაძლოა იყოს ევრო ან აშშ დოლარი, ემიტირებული, კუპონურ ობლიგაციებად.
კუპონის გადახდა განისაზღვრება სხვადასხვა სიხშირით: ა) ყოველთვიური; ბ) კვარტალური; გ) ნახევარწლიური. ვადიანობა: 1) 1 წლიანი; 2) 2 წლიანი; 3) 3 წლიანი; 4) 4 წლიანი; 5) 5 წლიანი.
ემიტენტი - სასტუმრო კომპლექსი ლოპოტა ბაზარზეა 2008 წლიდან. 2016 წლამდე იყო საოჯახო სასტუმრო (ლეიქ რიზორტი). შპს „ლოპოტას“ სახელწოდებით 03/2017 -დან ოპერირებს.
2025 წლიდან სტრუქტურულად რეორგანიზებული ლოპოტას (ლოპოტას, ლოპოტა ტურს სერვისის და ლოპოტა ინვესტმენტის შერწყმა) ფინანსური მდგომარეობა :

წყარო: ემიტენტი
ფოტო: 2024- წლის, EBRD-სგან 9.4 მლნ ევროს ხელშეკრულების დადების ღონისძიებიდან