თბილისი (GBC) - recov.ge-ის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 10%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6% და 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2024 წლის ნოემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 5%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 17% და 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

recov.ge-ის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 739 ერთეული შეადგინა და წინა წლის ნოემბერთან შედარებით 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 20%-ით, 264 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. 

2024 წლის ნოემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 17%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით არის შემცირებული.