თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 2024 წლის ნოემბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 560 შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 3%-იანი კლება დაფიქსირდა, წლიურ ჭრილში ზრდამ 10%-ს მიაღწია. ტრანზაქციების კუმულაციური რაოდენობა 2024 წლის 11 თვის განმავლობაში 2%-ით აღემატებოდა გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, ნოემბერში გასაყიდმა ფასმა $1,247-ს მიაღწია, რაც წლიურად 4%-იან ზრდასა და თვიურად მცირე 0.4%-იან კლებას აფიქსირებს. ბაზრის მოცულობამ $290 მილიონი შეადგინა და წლიურად 15%-იანი ზრდა აჩვენა.

ამასთან, გასაქირავებელი ფასი ნოემბერში $11.5-ს გაუტოლდა და წლიურად 8%-ით შემცირდა, ხოლო გასულ თვესთან შედარებით ფაქტობრივად არ შეცვლილა.

თიბისი კაპიტალის კვლევით, 2024 წლის ნოემბერში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 9.7%-ს გაუტოლდა(-1.3პ.პ,წ/წ). 2024 წლის 11 თვის განმავლობაში ნებართვა გაიცა 1.2 მილიონ კვადრატულ მეტრ საცხოვრებელი ფართობის მშენებლობაზე, რაც 6%-ით ჩამორჩება წინა წლის იმავე პერიოდს.

ახალი vs ძველი ბინები

2024 წლის ნოემბერში 846 ახალი ბინა გაიყიდა, რაც წლიურ ჭრილში მნიშვნელოვანი, 40%-იანი, გაუმჯობესება იყო, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა.

ძველი ბინების შემთხვევაში 2 714 ტრანზაქცია შესრულდა, რაც წლიურად 3%-იან ზრდასა და თვიურად 6%-იან კლებაში აისახა. შედეგად, ახალი ბინების წილმა ჯამურ გაყიდვებში მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს, 24%-ს მიაღწია.

ნოემბერში საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წლიურად 9%-ით გაიზარდა, ხოლო გასულ თვესთან შედარებით 3%-ით შემცირდა. რაც შეეხება ძველი ბინების ფასებს,დაფიქსირდა5%-იანი წლიური ზრდა.

2024 წლის ნოემბერში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებმა კვლავ ყველაზე მაღალი წილი (42%) დაიკავა ჯამურად გაყიდული ბინებიდან, თუმცა მაჩვენებელი როგორც გასულ წელთან, ისე გასულ თვესთან შედარებით შემცირდა. 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა კვლავ 4% შეინარჩუნა, რაც 1 პ.პ-ით ნაკლებია 2023 წლის ნოემბერთან შედარებით.

ნოემბერში მაღალი (>1,500$/კვ.მ) საფასო სეგმენტის ბინების წილმა მთლიან ტრანზაქციებში23%შეადგინა(+5პპ,წ/წ).

თბილისის უბნები

თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 2024 წლის ნოემბერში, თბილისში ბინების უდიდესი რაოდენობა გაიყიდა დიდ დიღომში (26% მთლიან გაყიდვებში), რომელსაც მოყვებოდა საბურთალო (16% მთლიან გაყიდვებში).

ახალი ბინების გაყიდვებში მნიშვნელოვანი წლიური ზრდის ტემპი დაფიქსირდა ჩუღურეთში, ისანში, დიდუბესა და დიდ დიღომში, სადაც როგორც ახალი, ასევე ძველი ბინების უდიდესი რაოდენობა გაიყიდა.

2024 წლის ნოემბერში კვ.მ-ის საშუალო ფასმა მთაწმინდის რაიონში თითქმის $2 500 შეადგინა. უბნების უმეტესობაში დაფიქსირდა ახალი ბინების ფასის წლიური ზრდა