თბილისი (GBC) - სექტემბერში მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 18 ფაქტი გამოავლინდა.
ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, 357 640 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 1,6 მლნ ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.