თბილისი (GBC) - სამომხმარებლო სესხების ვადა ოქტომბრიდან დიდი ალბათობით დაგრძელდება. როგორც ცნობილია 1-წლიანი რეგულაციის შერბილების გადაწყვეტილება სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა (ფსკ) უნდა მიიღოს.
თუმცა ჯერ უცნობი რჩება 27 სექტემბრის ფსკ-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი გაუძღვება თუ რომელიმე შემდეგი.
ტრადიციულად კონფერენციას პაპუნა ლეჟავა უძღვებოდა. საბჭოდან გასულ ლეჟავას უფლებამოსილება ნოემბრის ბოლომდე უგრძელდება, თუმცა ფსკ-ს გაძღოლის ვალდებულება არ აქვს თუ თავად არ მოისურვებს.
რეგულაციის შემსუბუქების საფუძველი მოთხოვნის მხრიდან რისკების განეიტრალებაა.
თუმცა სამომხმარებლო დაკრედიტების წლიური ზრდა კვლავ მაღალია 21%-ს აღწევს.
მარეგულირებელი მთლიანი დაკრედიტების ზრდის მაჩვენებლით ხელმძღვანელობს, რომელიც 14-15%-ის ფარგლებშია, რაც მდგრადად მიიჩნევა.
სამომხმარებლო სესხები 8.6 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანად ბანკების საცალო პორტფელი კი 18 მლრდ ლარს აღემატება.