თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $17.9 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.3%-ით მეტია. 

აქედან, ექსპორტი $5.4 მლრდ იყო (გაიზარდა 22.1%-ით), ხოლო იმპორტი $12.4 მლრდ (გაიზარდა 3.3%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-აგვისტოში $7 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5%-ია.