თბილისი (GBC) - საბანკო სექტორს მარტის ანგარიშგება კაპიტალის გაზრდილი კოეფიციენტით მოუწევს. 

ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერი იზრდება და ბანკებს უკვე 0.75% ნამეტი რეზერვი მოეთხოვება. თუმცა, როგორც სებ-ში აცხადებენ, სექტორს ისედაც მაღალი ლიკვიდობა აქვს და მხოლოდ ინაცვლებს  კაპიტალის ბუფერის ნაწილი საზედამხედველო მიზნებისთვის.

სებ-მა აღნიშნული ინსტრუმენტი 2024-ში აამოქმედა, 4 ეტაპად და 1%-მდე გაისად შეივსება.

TOP 8 ბანკი საზედამხედველო კაპიტალით 01.03.2026-ის მდგომარეობით:

 

     1

საქართველოს ბანკი

7,173,905

     2

თი–ბი–სი ბანკი

7,020,183

     3

ლიბერთი ბანკი

759,500

     4

ბაზის ბანკი

830,878

     5

კრედო ბანკი

605,367

     6

პროკრედიტ ბანკი

377,193

     7

ტერა ბანკი

380,563

     8

ქართუ ბანკი 

529,726

    000 ₾

კონტრციკლური ნეიტრალური ბუფერი ომების კრიზისამდე ჭარბი დაკრედიტების მაკორექტირებლად გამოიყენებოდა. მაგრამ ბოლო წლებია, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მოყოლებული, აღნიშნული მოთხოვნა უკვე  მიიჩნევა, ოპტიმალურად, შოკების შთანთქმის უნარით, საფინანსო სექტორის საფრთხეების პრევენციისთვის.

ბუფერის მოხსნა მიზანშეწონილად მიიჩნევა, თუ დაკრედიტების ტემპი გამინუსდება და ამასთან  ეკონომიკის ზრდა მინიმალურ 1%-მდე დაეცემა, და პირიქით, თუ მოთხოვნის ზრდა ეკონომიკისას გადააჭარბებს, მაშინ განაკვეთის გაიზრდება და სექტორსაც უფრო მეტი კაპიტალის დაჭერა მოუწევს.