აშშ ირანში ათასობით სამხედროს გადასროლას განიხილავს
სამხედრო ძალების
განლაგებამ შესაძლოა
ტრამპს დამატებითი
არჩევანი მისცეს იმ ფონზე,
როდესაც იგი აშშ-ის
ოპერაციების გაფართოებას
განიხილავს. ირანის ომი
უკვე მესამე კვირაა
მიმდინარეობს. Reuters-ის
წყაროების თქმით, ეს
ვარიანტები მოიცავს
ჰორმუზის სრუტის გავლით
ნავთობის ტანკერების
უსაფრთხო გადაადგილების
უზრუნველყოფას, რაც
ძირითადად საჰაერო და
საზღვაო ძალების
მეშვეობით უნდა
განხორციელდეს. თუმცა,
სრუტის უსაფრთხოების
დაცვა შესაძლოა ირანის
სანაპირო ზოლზე ამერიკული
ჯარების გადასხმასაც
ნიშნავდეს - აცხადებს ოთხი
წყარო, მათ შორის აშშ-ის ორი
ოფიციალური პირი.Reuters-მა
წყაროებს ანონიმურობის
უფლება სამხედრო
დაგეგმარებაზე საუბრის
გამო მიანიჭა.ტრამპის
ადმინისტრაციამ ასევე
განიხილა სახმელეთო
ძალების გაგზავნა ირანის
კუნძულ ხარგზე, სადაც
ირანის ნავთობის
ექსპორტის 90% იყრის თავს -
აცხადებს სამი
ინფორმირებული პირი და
აშშ-ის სამი ოფიციალური
პირი. ერთ-ერთი ჩინოვნიკის
თქმით, მსგავსი ოპერაცია
ძალიან სარისკო იქნებოდა,
რადგან ირანს აქვს
შესაძლებლობა კუნძულს
რაკეტებითა და დრონებით
მისწვდეს.ამერიკის
შეერთებულმა შტატებმა
კუნძულზე მდებარე
სამხედრო ობიექტებზე
იერიში 13 მარტს მიიტანა,
ტრამპი კი კრიტიკულ
ნავთობის
ინფრასტრუქტურაზე
დარტყმითაც დაიმუქრა.
თუმცა, ირანის ეკონომიკაში
კუნძულის სასიცოცხლო
როლის გათვალისწინებით,
სამხედრო ექსპერტების
აზრით, მისი გაკონტროლება
უფრო გონივრული ვარიანტია,
ვიდრე მისი განადგურება.Reuters
წერს, ნებისმიერი ტიპის
სახმელეთო ჯარების
გამოყენება, თუნდაც
შეზღუდული მისიით -
ტრამპისთვის დიდ
პოლიტიკურ რისკებს
შეიცავს, რადგან ამერიკულ
საზოგადოებაში ირანის
კამპანიას დაბალი
მხარდაჭერა აქვს. გარდა
ამისა, თავად ტრამპის
საარჩევნო დაპირება იყო,
რომ აშშ-ს ახლო
აღმოსავლეთის ახალ
კონფლიქტებში არ
გახვევდა.ერთ-ერთი
ინფორმირებული პირის
თქმით, ადმინისტრაციის
მაღალჩინოსნებმა ასევე
განიხილეს ირანის
მაღალგამდიდრებული ურანის
მარაგების უსაფრთხოების
მიზნით ამერიკული ძალების
განლაგების
შესაძლებლობა.წყაროებს არ
სჯერათ, რომ ირანის
ტერიტორიაზე სახმელეთო
ჯარების გადასხმა
გარდაუვალია, თუმცა უარი
თქვეს აშშ-ის ოპერატიული
დაგეგმარების დეტალების
განხილვაზე. ექსპერტების
აზრით, ურანის მარაგების
დაცვა უკიდურესად რთული და
სარისკო ამოცანაა აშშ-ის
სპეცდანიშნულების
რაზმებისთვისაც კი. თეთრი
სახლის ოფიციალურმა პირმა,
რომელმაც Reuters-თან
ანონიმურობა ისურვა,
განაცხადა: „ამ დროისთვის
სახმელეთო ჯარების
გაგზავნის გადაწყვეტილება
მიღებული არ არის, თუმცა
პრეზიდენტი ტრამპი
გონივრულად ინარჩუნებს
ყველა შესაძლო
ვარიანტს“.„პრეზიდენტი
ფოკუსირებულია ოპერაცია
„Epic Fury“-ის (ეპიკური რისხვა)
ყველა განსაზღვრული
მიზნის მიღწევაზე: ირანის
ბალისტიკური რაკეტების
შესაძლებლობების
განადგურებაზე, მათი
ფლოტის მოსპობაზე,
რეგიონში მათი
ტერორისტული მარიონეტების
დესტაბილიზაციის
აღკვეთასა და იმის
გარანტიაზე, რომ ირანი
ვერასდროს დაეუფლება
ბირთვულ
იარაღს“.პენტაგონმა Reuters-თან
კომენტარზე უარი
განაცხადა.ეს დისკუსიები
მიმდინარეობს იმ ფონზე,
როდესაც აშშ-ის სამხედრო
ძალები აგრძელებენ
შეტევებს ირანის ფლოტზე,
რაკეტებისა და დრონების
მარაგებსა და თავდაცვის
ინდუსტრიაზე. აშშ-ის
ცენტრალური სარდლობის (CENTCOM)
მიერ ოთხშაბათს
გამოქვეყნებული
მონაცემებით, 28 თებერვალს
ომის დაწყებიდან დღემდე,
ამერიკამ 7 800-ზე მეტი
დარტყმა განახორციელა და
120-ზე მეტი ირანული ხომალდი
დააზიანა ან
გაანადგურა.დანაკარგები
აშშ-ის მხარესტრამპმა
განაცხადა, რომ მისი
მიზნები ირანის სამხედრო
პოტენციალის შესუსტებაზე
მეტია და მოიცავს სრუტეში
უსაფრთხო ნავიგაციის
უზრუნველყოფასა და
ბირთვული იარაღის შექმნის
პრევენციას. სახმელეთო
ძალებს შეუძლიათ მისი
არჩევანი გააფართოონ,
თუმცა მათ დიდი რისკი
ახლავს. სამხედროების
განცხადებით, ირანში
პირდაპირი კონფლიქტის
გარეშეც, ომის
განმავლობაში უკვე
დაიღუპა 13 ამერიკელი
სამხედრო, ხოლო 200-მდე
დაიჭრა (მათი უმეტესობის
დაზიანებები მსუბუქია).Reuters
წერს, წლების განმავლობაში
ტრამპი აკრიტიკებდა თავის
წინამორბედებს
კონფლიქტებში ჩართვის
გამო და პირობას დებდა, რომ
აშშ-ს საგარეო ომებისგან
შორს დაიჭერდა. თუმცა, ბოლო
დროს მან უარი თქვა
გამოერიცხა ირანში
„ჩექმის მიწაზე“ (boots on the ground) -
ანუ სახმელეთო ოპერაციის
შესაძლებლობა.თეთრი
სახლის მაღალჩინოსანმა
Reuters-ს განუცხადა, რომ ტრამპს
ირანის ბირთვული
მასალების ხელში
ჩასაგდებად სხვადასხვა
გზა აქვს, თუმცა ჯერ არ
გადაუწყვეტია, როგორ
იმოქმედოს. „რა თქმა უნდა,
არსებობს გზები, რომლითაც
ამის მოპოვება
შესაძლებელია“, - აღნიშნა
მან.ოთხშაბათს,
კონგრესმენების წინაშე
წერილობითი მოხსენებისას,
ეროვნული დაზვერვის
დირექტორმა ტულსი
გაბარდმა განაცხადა, რომ
ირანის ბირთვული
გამდიდრების პროგრამა
ივნისის დარტყმების
შედეგად განადგურდა, ხოლო
მიწისქვეშა ობიექტების
შესასვლელები „ცემენტით
ამოივსო და
დაიკეტა“.წყაროების თქმით,
დისკუსიები ძალების
გაძლიერებაზე სცდება
მომავალ კვირას ახლო
აღმოსავლეთში ამფიბიური
მზადყოფნის ჯგუფის (Amphibious Ready
Group) ჩასვლას, რომელსაც 2 000-ზე
მეტი საზღვაო ქვეითი
ახლავს. თუმცა, ერთ-ერთი
წყაროს თქმით, აშშ-ის
არმიამ მნიშვნელოვანი
ძალა დაკარგა მას შემდეგ,
რაც ავიამზიდ USS Gerald R. Ford-ზე
გაჩენილი ხანძრის გამო
მისი საბერძნეთში
ტექნიკური
მომსახურებისთვის
გაგზავნა გადაწყდა.Reuters
წყაროებზე დაყრდნობით
წერს, ტრამპი მერყეობს
იმაზე, უნდა დაიცვას თუ არა
აშშ-მა ჰორმუზის სრუტე. მას
შემდეგ, რაც თავდაპირველად
თქვა, რომ აშშ-ის ფლოტს
შეეძლო გემების გაცილება,
მან სხვა ქვეყნებს მოუწოდა
ამ საკვანძო წყლის გზის
გახსნაში დახმარება.
მოკავშირეების მხრიდან
დაბალი ინტერესის გამო,
ტრამპმა ოთხშაბათს
უბრალოდ წასვლაზეც კი
ისაუბრა.„მაინტერესებს რა
მოხდებოდა, უბრალოდ რომ
„ბოლო მოვუღოთ“ იმას, რაც
დარჩა ირანის ტერორისტული
სახელმწიფოსგან და
დავუტოვოთ
პასუხისმგებლობა ე.წ.
„სრუტეზე“ იმ ქვეყნებს,
რომლებიც მას იყენებენ?
ჩვენ მას არ ვიყენებთ“, -
დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
1773907893