თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკმა უძრავი ქონების ბაზრის დაფინანსება წლიურად 19 %-ით გაზარდა. 

პირველი კვარტლის მდგომარეობით, საკრედიტო დაბანდებამ უძრავ ქონებაში (დეველოპმენტი; მენეჯმენტი; სამშ. კომპანიები; სამშ. მასალები) 4.843 მლრდ ლარი შეადგინა (Q1/2024 – 4.067 მლრდ. + 19%Y.Y).

„საქართველოს ბანკისთვის სამშენებლო დეველოპერულ სექტორს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ჩვენს პორტფელში. ბიზნესის ხელშეწყობა და მათთვის საიმედო პარტნიორობის გაწევა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა გიორგი სახვაძემ, ერთ-ერთ ახალ $7 მილიონიან დეველოპერული პროექტის (Tower Ketevan) გაშვებისას.

BOG-ისთვის ასევე პრიოიტეტულია ინვესტირება ქვეყნისთვის სტრატეგიულ ენერგერტიკულ პროექტებში. გენერაციის ახალი ობიექტების მნიშვნელობაზე აღინიშნა G&T-ის ახალ  კვლევაში ,სადაც ანალიზი ინვესტირებისას გასათვალისწინებელ ყველა საკითხზეა წარმოდგენილი: გენერაციაზე, მოხმარების და ფასების ტენდენციებზე, ექსპორტის შესაძლებლობებზე...აღნიშნულის სექტორის დაკრედიტება 18.3%-ითაა გაზრდილია.

 

 

Q1/2025

Q1/2024

უძრავი ქონების დეველოპმენტი

1 489 993 478

1 079 695 455

უძრავი ქონების მენეჯმენტი

1 457 812 545

1 166 902 443

სამშენებლო კომპ-ბი (არა დეველოპერი)

882 593 526

784 635 725

სამშ. მასალ. მოპოვება/ წარმოება/ვაჭრობა

1 012 580 693          

1 035 736 675

სასტუმროები / ტურიზმი

1 237 299 018

1 298 867 215

ენერგეტიკა

1 071 099 211              

905 727 411

სერვისი

4 094 265 641

3 373 901 429

სოფლის მეურნეობ

1 189 354 316

1 097 539 518

წყარო: NBG/BOG/ BRG