თბილისი (GBC) - Energy Development Georgia მორიგ ემისიაზე აცხადებს (განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალი).
კასკადური ელექტროსადგურების მმართველი კომპანია $10 მილიონის 2–წლიან ობლიგაციებს უშვებს (ნომინალი: $1 000). სასესხო ობლიგაციებს საკრედიტო რეიტინგი მინიჭებული არ აქვს. წარმოადგენს მწვანე, არაუზრუნველყოფილ, არასუბორდინირებულ ვალდებულებას.
ემისია ავტორიზებულია 2025 წლის 3 ივნისის სამეთვალყურეო საბჭოს (თავმჯდომარე მინდია საბანაძე, დირექტორის გიორგი შუკაკიძე) გადაწყვეტილებით.
ვალუტა |
USD |
|
ნომინალი |
1 000 |
|
განაკვეთი (%) |
8-8.5% |
|
რაოდენობა |
10 000 |
|
ღირებულება |
10 მლნ |
|
დაფარვის თარიღი |
23.06.2027 |
წყარო: ემიტენტი
EDG -ის აქტივების არსებული პორტფელი მოიცავს 3 ჰიდროელექტროსადგურს.
ემიტენტის ყველა ელექტროსადგური, გარდა „საშუალა ჰესისა“, სარგებლობს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან“ (ესკო) გრძელვადიანი ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით (“PPA”), რაც იწვევს დოლართან დაკავშირებულ ფულადი სახსრების პროგნოზირებად ნაკადებს, რადგან ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებები ფიქსირდება აშშ დოლარში.
PPA კომპანიას შესაძლებლობას აძლევს ელექტროენერგია ექსკლუზიურად მიყიდოს „ესკოს“ 8 თვის განმავლობაში (სექტემბერი-აპრილი) მაქსიმალური ფასით 6.00 აშშ ცენტი/კვტსთ.დარჩენილ 4 თვეში პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე, ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტზე.
ობლიგაციების ემისიით იგეგმება არსებული ობლიგაციების (ISIN: GE2700604459) სრული რეფინანსირება. დასაფარი ობლიგაციების განაკვეთიც 8.5% იყო, ემისიის აგებტი TBC კაპიტალი. თუმცა ჯგუფი G&T -თანაც თანამშრომლობს
ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზეც დაილისტება.
წყარო: BRG