თბილისი (GBC) – ლარი გამყარებას არ წყვეტს. Bloomberg-ის პლატფორმაზე პარასკევის ვაჭრობაზე, თბილისის დროით 11:40 საათზე, აშშ დოლართან მიმართებით ლარი 0,16%–ით არის გამყარებული და $1 2,5745 ღირს. ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია ბოლო 52 კვირის განმავლობაში

წლის დასაწყისიდან ლარი დოლართან 4,44%–ით არის გამყარებული. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ლარის კურსი 2,5745–3,2375 დიაპაზონში მერყეობდა.