თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზიედენტი ეხმაურება ევროპარლამენტის ახლადმიღებულ რეზოლუციას 

ქართველი ბიზნესმენების და მაღალჩინოსნების სანქცირების მოწოდებებით, წევრი სახელმწიფოებისთვის.

ნათია თურნავას თქმით, მსგავსი მოწოდებები სარეკომენდაციოა. 

"ევროპარლამენტის მოწოდება, სანქციები დაეკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს ნათია თურნავას, ქვეყნის დამოუკიდებელ საფინანსო მარეგულირებელზე პოლიტიკური წნეხის კლასიკურ მაგალითად მიგვაჩნია, რომლის უკან გარკვეული ადგილობრივი პოლიტიკური ძალები დგანან", - სებ-ი მწუხარებით აღნიშნავს, რომ რაღაც ძალები სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებენ და საფრთხეში აგდებენ  ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, საფინანსო სექტორის სტაბილურობას. სამწუხაროდ გამოიყენეს ევროპარლამენტის პლატფორმა.

"არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ სტაბილურია, ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი, ეკონომიკური ზრდა კი ძლიერია.

სებ-ის მონეტარულმა პოლიტიკამ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.  ბანკები განუხრელად იცავენ მაღალ სტანდარტებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და სანქციებთან მიმართებით.  საფინანსო სისტემის და კანონმდებლობის ევრორეგულაციებთან დაახლოების ნაწილშიც სებ-ის ძალისხმევა დადებითად ფასდება. 

ყველა მცდელობა, რეგულატორზე ზეწოლის, ასევე, სებ-ის ან საბანკო სექტორის დისკრედიტაციის მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც დამოუკიდებელი და მდგრადი ინსტიტუტი, ქვეყნის კონსტიტუციით და კანონებით დაკისრებული მანდატის ფარგლებში, კვლავაც გააგრძელებს ქვეყანაში ფასებისა და ფინანსურ სტაბილურობაზე მტკიცედ ზრუნვას", - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.