თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალმა FMCG- ის 2025 წელი შეაჯამა და პარტნიორებს კვლევა წარუდგინა.
FMCG სექტორი (სურსათით და საყოფაცხოვრებო პროდუქტებით ვაჭრობის სექტორი) 2025 წელს მოსალოდნელზე სწრაფად, თითქმის 10%-ით, გაიზარდა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით კი, წლიურ ჭრილში ბაზრის ზომა ₾24.2 მლრდ-ს გაუტოლდება. ბაზრის 87% 5 უმსხვილეს კომპანიაზე ნაწილდება: „დეილი ჯგუფი“, „ორი ნაბიჯი“, „ნიკორა“, „კარფური“და „აგროჰაბი"
2024-ის მდგომარეობით, სექტორის წილი მშპ-ში 15.4% იყო, 225 000 დასაქმებულით.
პრეზენტაციაზე Żabka-ს* გამოცდილებასაც გაეცნენ, პოლონეთის ერთ-ერთი მსხვილი სასურსათო ქსელის. მონაწილეებს ევროპული გამოცდილება Żabka-ს პოლონეთის ბიზნესის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ მანიკოვსკიმ გაუზიარა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა ტიერი ჟულენი, რომელიც რეგიონში “კარფურის” ექსკლუზიური წარმომადგენლის - Majid Al Futtaim-ის - საერთაშორისო ზონის აღმასრულებელი საოპერაციო ოფიცერია.
*Żabka 27 წელია ევროპის ბაზარზე ოპერირებს - ამ პერიოდში Żabka-ს ქსელი 7 დან 12 200-მდე ფილიალამდე გაიზარდა. 2024 წელს პოლონეთის საფონდო ბირჟაზე დაილისტა. საბაზრო კაპიტალიზაცია $5.6 მლრდ -ია.. Żabka თავისი ქვეყნის საზღვარს გასცდა და რუმინეთში იმკვიდრებს თავს.