თბილისი (GBC) - ორმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, რომლებიც კონკურენციის სააგენტომ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 2 სხვა კომპანიასთან ერთად აგვისტოში დააჯარიმა, სასამართლოს არ მიმართა და ჯარიმა გადაიხადა. ორთან კი დავა გრძელდება.

GCCA-ის თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, "რიჩ გრუპმა" და "კონცეპტ ფარმამ" ₾100 000-მდე ჯარიმა გადაიხადეს, შესაბამისად 77 940 და 21 650 ლარის ოდენობით.

სულ გამოწერილია 560 000 ლარის ჯარიმები, 2023 წლის დეკემბერში, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მოკვლევის შედეგად. შემდეგი შპს-ების მიმართ:

„გლობალ ცბს“; „კონცეპტ ფარმა“;  „ბარდი“; „ნუვეა ფარმაცევტიკალსი“; „რიჩ გრუპი“; „კროკუს ფარმა“; „გეა“;  BIH.

სანქცირებულები:

  • გლობალ ცბს, მედიკამენტები - ოფლაბ-ოზი, ჰაიზინი, იორილი-10.  ჯარიმა - 249 144 ლარი
  • კონცეპტ ფარმა, მედიკამენტი - ფლოქაზოლი.                                  ჯარიმა -   21 646 ლარი
  • რიჩ გრუპი, მედიკამენტი - ზინასენი.                                                   ჯარიმა -   77 936 ლარი
  • გეა - მედიკამენტები - ბისეპტოლი 120 მლ. ბისეპტოლი 480 მლ.  ჯარიმა - 210 632 ლარი

საჯარიმო სანქციები განისაზღვრა 2024 წლის ბრუნვის მაქსიმუმ 5%-მდე, ზიანთან კორელაციით.

- რეფერენტული ფასების შემოსვლამდე გამოვლინდა 8 კომპანია და 14 მედიკამენტის შემთხვევა, ჭარბი ფასის დადგენის. გაანალიზდა ხარჯები. კვლევის საგანი იყო პროცესი იმპორტიდან საბითუმო მიწოდებამდე, ანუ ფარმაცევტულ ქსელამდე, სადაც აღმოჩნდა ფასნამატი, - ლექვინაძემ მწუხარებით აღნიშნა, რომ ხარჯებში შეტანილი იყო ძვირფასი სამკაულის, ავტომანქანის, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ფეშენებელურ სასტუმროებში განთავსების და კონფერენციების მოწყობის ხარჯები. 

 

jandacva.ge