თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2024 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 281.1 მლნ აშშ დოლარი (794.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 20.9%-ით (74.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 96.6% მოდიოდა.

სების ინფორმაციით, 2024 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.2 მლნ აშშ დოლარი (79.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ივნისის (29.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.