თბილისი (GBC) - Georgia Capital-ის (GCAP) აღმასრულებელი მენეჯმენტის კაპიტალური ანაზღაურების პროგრამის ფარგლებში, 2025 სამუშაო წლისთვის გადავადებული სახელფასო აქციების სანაცვლოდ, კომპანიის გენერალურ დირექტორს, ირაკლი გილაურს, ჩვეულებრივ აქციებზე 200,000 უსასყიდლო ოფციონი მიენიჭა.

ოფციონების პირობების მიხედვით, აქციების 25-25%-ის ვესტირება (მინიჭება) 2025 სამუშაო წლის დასრულების შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე წლებში განხორციელდება, მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 იანვარს ირაკლი გილაურმა იმავე პროგრამის ფარგლებში 2025 წელს შესრულებული სამუშაოსთვის კიდევ 190,907 უსასყიდლო ოფციონი მიიღო.

აქვე შეგახსენებთ, რომ GCAP-ის ანაზღაურების კომიტეტის თავმჯდომარის, ნილ ჯანინის შარშან ზაფხულში გაკეთებული განცხადების შესაბამისად, მათი მოწოდების შესაბამისად, გილაურის მიერ აქციების გაყიდვის შემდეგ და 2025 წლის სახელფასე აქციების მინიჭების შემდეგ, მას დაახლოებით 2.7 მლნ აქცია უნდა ჰქონდეს.