თბილისი (GBC) - ივნისის 147 -იანი მატების შემდეგ, ივლისში მიმოქცევაში ლარმა კიდევ 310 მილიონით მოიმატა.

ცენტრალურიო ბანკის მიმოხილვით, 20.07.2026-ის მდგომარეობით, რეფინანსირების სესხების ნაშთი 300.5 მლნ-მდეა შემცირებული, ერთთვიან ინსტრუმენტზე კი 500 მლნ-ით 3  მილიონამდეა დაკლებული.

საინვესტიციო ბანკირები ბანკებისგან ლარზე მოთხოვნის კლებას მარტივად ხსნიან - სექტორს ლარის საკმარისი ლიკვიდობა აქვს და არ სესხულობს. 

ბანკებში ლარის საკმარისზე მეტ ლიკვიდობას, რომან გოცირიძე სებ-ის პოლიტიკით ხსნის. ზედამხედველი ფოკუსირდა რეზერვების შევსებაზე და ფასების ზრდის მოთოკვა აღარ ეპრიორიტეტულება.

პოლიტოკისი (სებ-ის პრეზიდენტი წარსულში) სებ-ის არჩევანს არ იწონებს, მაგრამ არც იწუნებს. მიაჩნია, რომ პროცების მართვა უფრო მაღალპროფესიულადაც შეიძლებოდა.

"საპენსიო თანხები, მთავრობის ფული ბანკების დეპოზიტებზე, რემიგრანტების გზავნილები კონვერტირებული ლარში, კრიპტოფული, ლეგალური და არალეგალური ფინანსური ნაკადები, რითაც რა თქმა უნდა საბანკო სისტემა სარგებლობს", -  გოცირიძის თქმით კარგია, რომ სექტორი დიდ მოგებას იღებს, რადგან ეს სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს. კარგია, რომ ბანკებს სებ-ის სესხი აღარ სჭირდებათ, რადგან გაუჩნდათ საკუთარი რესურსი. კარგია, რომ სებ-ი ვალუტას ყიდულობს და ქვეყნის სავალუტო რეზერვებს ავსებს და ამასთან ბანკებში  დიდი .მოცულობის ფულის მასაც მისი გამოისობით აკუმულირდა.

მაგრამ ცუდია, რომ $1.4 მილიარდიანი შესყიდვით, ბაზარზე 4 მლრდ ლარის ინექცია იწვევს ფასების ზრდას, აჩქარებს ინფლაციას და ლარს გამყარებაში უშლის ხელს, რაც ნიშნავს იმპორტის გაძვირებას", - რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ბჭობს, თუ კარგია, მაშინ ცუდი რატომაა და თუ ცუდია კარგი როგორ იქნება. 

"კარგია თუ ცუდი ამის თქმა არ არის მარტივი, მაგრამ პროცესების მართვა საჭიროა პროფესიულად და არა ასე ხისტად", როგორც მისი თქმით, სებ-ი და მთავრობა მართავენ.

"ასე რომ მოვლენა არის მრავალპლანანი, რომელიც ასევე ირიბად აჩვენებს სხვა მოვლენებს",- ამბობს რომან გოცირიძე