თბილისი (GBC) - G&T-ის შეფასებით 2025 -ის იანვარ-ოქტომბერში რეალური მშპ -ის 7.6% ზრდა ძირითადად მოხმარების ზრდამ  განაპირობა,რასაც მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ძლიერი სავალუტო შემოდინებები და ლარის სტაბილურობა.

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება. G&T სავალუტო შემოდინების ზრდას ტურიზმიდან ელის. რომლის შემოსავალიც 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. საინვესტიციო 
განწყობებზე პოზიტიურად აისახება ლარის სტაბილურობა და ინფლაციის  ტემპის შენელება

G&T-ისპროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური  ზრდა 5.5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ამასთან, რჩება რისკები, რაც ძირითადად პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გაურკვევლობებს უკავშირდება.