თბილისი (GBC) -  კრედიტინფოს მენეჯმენტს მე-5 დირექტორი დაემატა,

ირაკლი ელაშვილი, წარსულში TBC-ის  წამყვანი მენეჯერი,  ალფა კაპიტალის  მმართველი და  ფინკას  გენერალური დირექტორი, ვიდრე ფირცხალავა დაითხოვდა (ფინკა ბანკის აქტივი ხო კრედო ბანკმა შეისყიდა და შესაბამისად გამსხვილებული ბანკის CEO-მ წინა მენეჯმენტი დაითხოვა(07/2021). 

კრედიტინფოს სამეთვალყურეო საბჭო სებ-ის რეგულაციის შესაბამისად  გამსხვილდა.  აქამდე  მმართველობითი ორგანო მხოლოდ აქციონერების (TBC; BGEO, PROCREDIT, Creditinfo International GmbH ) 4 წარმომადგენლით ( ნინო მასურაშვილი, ლევან კულიჯანიშვილი, ალექსი მატუა, სეტ მარქსი) იყო დაკომპლექტებული. 

13 ოქტომბრიდან კრედიტინფოს ბაზაც გამსხვილდა. 3 მლნ-იანი ზღვარი გაიზარდა და ნოემბერში უკვე განახლებული სტატისტიკა გამოქვეყნდება - ინფორმაციას 10 მლნ ლარამდე მსესხებლების ისტორიის მიხედვით.

1 მარტისთვის კი მონაცემთა ბაზას ფულადი გზავნილებიც დაემატება.

კრედიტინფოს სექტემბრის ანგარიშის თანახმად ბაზაში სულ 2 მილიონი მსესხებელია, მათ შორის, 1,601 მილიონი აქტიური მომხმარებელი ბანკების კლიენტია.

სესხების საერთო მოცულობა 35.3 მლრდ (L/m - ₾ 34.9 მლრდ) ლარია. აქედან კომერციულ ბანკებზე 90% - 31.8 მილიარდი ლარი მოდის (L/m- 31.8-91%). დარჩენილი თანხა კი სხვა საფინანსო ინსტიტუტებზე ნაწილდება.

 

2021

ამონაგები

7.3

მლნ

კაპიტალი

10.5

მლნ

აქტივები

11.4

მლნ

ხელფასები

1.6

მლნ

საოპერაციო მოგება

3.1

მლნ