თბილისი (GBC) - ბანკებისთვის ჯარიმის მაქსიმალური ზღვრის გაათმაგებაზე დასკნას საბანკო ასოციაცია ან კვირას წარმოადგენს.

როგორც ცნობილია,  კომერციული ბანკების დაჯარიმების წესში სებ-ის ცვლილების პროექტით, არსებულ 0.01%; 0.05%; 0.1% საჯარიმო განაკვეთებს 0.5% და 1% ემატება, რაც სანქცირებულის საზედამხედველო კაპიტალიდან დაანგარიშდება.

ბოლო ცვლილებიდან,  როცა მაქსიმალურმა ზღვარმა 0.1%-მდე აიწია, 6 წელია გასული. მოქმედი წესით, რომელიც 2018 წლის აპრილში განახლდა, მოთხოვნების (შეზღუდვა, ლიმიტი, აკრძალვა…) შეუსრულებლობისთვის ბანკი ჯარიმდება საზედამხედველო კაპიტალის (დარღვევისას რამდენიც აქვს) 0.01%, 0.05%, 0.1%-ის ოდენობით, არანაკლებ ₾20 000 -ის. 

ამასთანავე, 2009 წელთან შედარებით გაზრდილია ფიქსირებული ჯარიმებიც.

5 000 ლარია ანგარიშგების წესების დარღვევისთვის, 10 000 ლარი (თითოეულ შემთხვევაზე) ბანკის ადმინისტრატორებთან დაკავშირებული დოკუმენტების წარუდგენლობაზე. 20 000 ლარი განმეორებად შემთხვევაზე, ხოლო 50 000 ლარი მრავალჯერადი შეუსრულებლობისთვის.