თბილისი (GBC) - იანვრიდან სავალუტო სესხზე ხელმისაწვდომობა კიდევ ერთი 100 000-იანი ბიჯით შეიზღუდა 

„საბანკო სექტორი მე-3 რაუნდისთვის მზადაა. ლიკვიდურია, სტაბილურად მომგებიანი, მდგრადად „გრძნობს თავს და კარგ ფორმაშია“, - როგორც სებ-ი აცხადებს ხოლმე, რეგულაციის ყოველ გამკაცრებაზე.

იანვრიდან სავალუტო სესხზე ხელმისაწვდომობა კიდევ ერთი 100 000-ით შეიზღუდა და 500 000 ლარს აღწევს. შეზღუდვას რამდენიმე რაუნდი დასჭირდა. 200 000, ჯერ 300 000-მდე, მალევე 400 000-მდე და ბოლოს 500 000- მდე გაიზარდა.

რეგულატორის ეს ნაბიჯი, წლიურად, სავალუტო სესხების გაცემებს $100 მლნ-ზე მეტით შეამცირებს. წინა აწევა $150 მილიონიან კლებაზე იყო გათვლილი, წინის წინა – $180 მლნ-ზე.

სექტორი რომ კარგ ფორმაშია და რეგულაციებს გაუმკლავდება, ბანკების შექებისას,  სებ-ი ისე წარმოჩნდა, თითქოს ძალიან მკაცრიც არ ყოფილა.  თქვა, რომ  სხვა ინსტრუმენტები არ გამოუყენებია. კონტრციკლური ბუფერი იგივე დატოვა – 0.25%. თუმცა როგორც მანამდე ბევრჯერ იყო გაცხადებული, აღნიშნული ბუფერი 4-წლიან გრაფიკში ჩასვა და ისედაც არ ექვემდებარებოდა გადახედვას.  სარეზერვო მოთხოვნა კი  უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე  5%-ით, 0.5 მილიარდიანი ზღვრის ამოქმედებამდე გაზარდა, დეკემბრიდან. 2 ინსტრუმენტი გამოიყენა და რამდენი ინსტრუმენტი აქვს?

სებ-ს, სავარაუდოდ, კიდევ მოუწევს მე-4 რაუნდი. სავალუტო სესხები ჯერ არ ითოკება. ნოემბერში  19 400 ახალი სესხი გაიცა აშშ დოლარში ( 10/2024  - 18 540) და 5 128 ერთეული – ევროში (10/2024- 4 800).

წყარო: BRG