თბილისი (GBC) - კრედიტინფო სექტემბრის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მხოლოდ <3 მლნ ლარის  მსესხებელთა  ბაზაა. ოქტომბრის ანგარიშში 10 მლნ ლარამდე სესხების პორტფელი შევა. ზღვარი სებ-ის რეგულაციით გაიზარდა. 

1-ლი მარტისთვის კი მონაცემთა ბაზას ფულადი გზავნილები დაემატება (ამ დროისთვის კრედიტინფო პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს). ვალდებულებებში გადმორიცხვების დამატება,

 

გზავნილებით შემოსავლიანი პოტენციური მსესხებლის დაკრედიტების გამარტივებაა.  თუმცა გზავნილის მიმღების ნებართვის გარეშე, მომსახურე ბანკი ინფორმაციას ვერ გასცემს.

 

კრედიტინფოს სექტემბრის ანგარიშის თანახმად, სულ 2 მლნ მომხმარებელია (3 მლნ ლარამდე მსესხებელი), მათ შორის, 1,601 მილიონი აქტიური მსესხებელი ბანკების კლიენტებზე მოდის.

სესხების საერთო მოცულობა 35.3 მლრდ (L/m - ₾ 34.9 მლრდ) ლარია. აქედან კომერციულ ბანკებზე 90% - 31.8  მილიარდი ლარი მოდის (L/m- 31.8-91%). დარჩენილი თანხა კი სხვა საფინანსო ინსტიტუტებზე ნაწილდება.

1 წლამდე ვადაგადაცილება 79 315  პირს (ფიზ/იურიდიულ) უფიქსირდება (L/m - 81 535). 3–წლიან ვადაგადაცილებაშია 134 600 მსესხებლის (L/Y – 230 000)  240 000 კრედიტი (სესხის ნაშთი: 1.4 მლრდ ლარი).

ამ სტატისტიკით გამოდის, რომ მსესხებლების 8%-ზე მეტს ვალის მომსახურება უჭირს. შარშან ამ კატეგორიაში მსესხებლების 13% ხვდებოდა.