თბილისი (GBC) - ბაზარზე ყველაზე უპრეტენზიო სგს-ს მომხმარებელია. სესხის გამცემი სუბიექტი, იგივე ლომბარდი სესხს, ავტომობილის, ტექნიკის, მ.შ. საოჯახო და ოქროს უზრუნველყოფით, წლიური 50%-მდე განაკვეთით გასცემს.
სებ-ის სტატისტიკით, სგს-ს უკმაყოფილო კლიენტის 52 განაცხადიდან 51-ის განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრეტენზიით გამოხატული პრობლემა არ არის აღმოფხვრილი;
უსაფუძვლოდ მხოლოდ 1 განაცხადია მიჩნეული.
სგს-ს მომხმარებელი ყველაზე "პასუხისმნგებლიანია" . სესხის გამცემს თავისის პირობების და ინტერესბიე გატანა უფრო ემარტივება. შესაბამისად ზედამხედველთან პრეტენზიაც უფრო ნაკლებია. ლომბარდების უმეტესობას 1/2 თვიანი გადახდის სქქემა აქვს - კლიენტი %-ს ყოველ 15 დღეში იხდის. ძირითად შემთხვევაში წლიური 49% გამოდის,.
უფრო იაფად, წლიურ 40%-ად ხელმისაწვდომია ავტო ლომბარდი, ისიც შემოსავლის დაუდასტურებლად მხოლოდ მცირე მოცულობით. 4 000 - 5 000 ლარზე მეტს ავტომობილის დამლომბარდებელი ვერ მიიღებს.
ავტომანქანა ლომბარდდება მოძრავ მდგომარეობაში. მსესხებელი სარგებლობას განაგრძობს ქვეყნის ფარგლებშის. საზღვარს ვერ გადაკვეთს და მანქანას ვერ გაყიდის, სესხის დაფარვამდე.
სებ-ში 100-მდე სგს-ია დარეგისტრირებული. მ
მ.შ. ყველაზე მსხვილები
|
|
ფილ. რაოდენობა |
|
ფინ ბიურო |
20 |
|
გოა |
12 |
|
ლაქი კრედიტი |
11 |
|
სონო კრედიტი |
8 |
|
სანდო კრედიტი |
9 |
|
სვიფტ კრედიტი |
10 |
წყარო: ეროვნული ბანკი
