თბილისი (GBC) – PASHA Bank–ის ქართული შვილობილის, PASHA Bank Georgia–ს სამეთვალყურეო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ როვშან ალაჰვერდიევი დაინიშნა.

აზერბაიჯანული სააგენტო რეპორტის ცნობით, მან ამ თანამდებობაზე ფარიდ მამედოვი შეცვალა.

ამასთან, PASHA Bank Georgia–ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად აირჩიეს კამალა ნურიევა. ამ თანამდებობაზე მან ჯალალა გასიმოვა ჩაანაცვლა. საბანკო სექტორში 27–წლიანი გამოცდილების მქონე კამალა ნურიევა PASHA Bank Georgia–ს რისკების მართვის კომიტეტის წევრადაც დაინიშნა.

შესაბამისად, PASHA Bank Georgia–ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 5–მდე გაიზარდა. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან შაჰინ მამედოვი, ჯორჯ ღლონტი და ებრუ ოღან კნოტნერუსი.

PASHA Bank Georgia–მ საქართველოში ოპერირება 2013 წელს დაიწყო. მისი საწესდებო კაპიტალი 129 მლნ ლარს შეადგენს.

ბანკის ახალმა ხელმძღვანელმა თავისი კარიერა 1992 წელს დაიწყო და მას საბანკო საქმესა და ბიზნესის მართვაში 31–წლიანი გამოცდილება აქვს.