თბილისი (GBC) - სალიზინგო კომპანიებს, 1 აგვისტოს მდგომარეობით, 19 700 აქტიური მსესხებელი ჰყავს მაისი-ივნისში 300 მომხმარებელი გავიდა ბაზიდან. 2022-იდან კი 1 000 -ზე მეტი კლიენტი მოაკლდა.
კრედიტინფოს ინფორმაციით, 2024-ის ივლისში საკრედიტო ისტორია 451 მომხმარებელს გაუუარესდა. პირველად დაუფიქსირდა 1 თვეზე მეტი ვადაგადაცილება.
სალიზინგოების პრობლემური სესხების ჯამური პორტფელი 2.581 მლნ ლარია და 684 სესხს მოიცავს (01.06.2024 2.874 მლნ, 675 სესხი)
პირველი აგვისტოსთვის ლიზინგის მთლიანი პორტფელი 524 მლნ ლარამდეა შემცირებული (01.06.2024 - 560 მლნ; 01.03.2024- ₾570 მლნ).
ბაზარზე 15-ზე მეტი სალიზინგო კომპანიაა, თუმცა ძირითადი აქტიურია ხუთი, ბანკების და მისოების შვილობილები. TBC ლიზინგი, BB ლიზინგი, ტერა ლიზინგი. ასევეა მიკროსაფინანსოების (კრისტალი, ალიანს ჯგუფი) და თეგეტას ლიზინგი.
ჯერჯერობით კვლავ ოპერირებს საქართველოს ბანკის სალიზინგო კომპანია, რომელმაც ბაზრიდან გასვლაზე 1.5 წლის წინ განაცხადა. ის მიმდინარე აქტიურ ვალდებულებებს ემსახურება.
კრედიტინფოში 7 სალიზინგო კომპანიის, 40 მისოს, 16 ბანკის, მათ შორის ბოლო დამატებული პეისერა ბანკის და 2 სადაზღვევო კომპანიის ინფორმაციაა აღრიცხული