თბილისი (GBC) – სების ინტერაქციული სტატისტიკით, არარეზიდენტების მიმდინარე ანგარიშებზე, სექტემბრის მდგომარეობით, 2.34 მლრდ ლარია და აქედან 92.5% -2.16 მლრდ ლარის ეკვივალენტია უცხოურ ვალუტაში.
ბანკების არარეზიდენტმა კლიენტებმა ანგარიშებიდან 3 მლრდ ლარამდე თანხები გაიტანეს , ძირითადად დოლარში. ევროს განაღდებებზე 284 მლნ ლარის ეკვივალენტი მოდის.
ამასთან ანალიტიკოსების განმარტებით, ეს არ გულისხმობს მთლიანი რესურსის მიმოქცევაში გაშვებას. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ნაწილი შესაძლოა გაანაღდეს. ნაწილი კი ვადიან საანაბრე ანგარიშზე ან სხვა ინსტრუმენტში გადაიტანეს.
მთლიანად, სხვა ქვეყნის მოქალაქეების ანგარიშებზე, ვადიანი და მოთხოვნამდე საანაბრე ანგარიშების ჩათვლით, 01.09.2024-ის მდგომარეობით, 10.3 მლრდ ლარამდეა. აქედან ლარშია 2.3 მლრდ-მდე. 5.8 მლრდ ლარის ეკვივალენტია აშშ დოლარში და ₾2.03 მლრდ-ის ევროში. შვეიცარიულ ფრანკში დენომინირებულია 17.5 მლნ ლარის, რუსულ რუბლში კი 25 მლნ ლარის (აქედან , მიმდ ანგარიშებზე 24.8 მლნ ლარის)
01.08.2024 -ისთვის რუსულ რუბლში ანგარიშებზე ფიქსირდება 34 მილიონი ლარის ეკვივალენტი.ქართულ ბანკებში მიმდინარე , მოთხოვნად და ვადიან ანგარიშებზე ყველაზე მეტი რუბლი - 48.5 მლნ ლარის, 01.08.2023 -ითვის იდო.
გაცხადებულია, რომ დსთ-ს მოქალაქეების წილი შემცირდა.შემსუბუქდა ბანკებისთვის დაწესებული ლიკვიდობის მოთხოვნაც, ძველ ნიშნულამდე, 40%-მდე.
საქართველოს საბანკო სექტორში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი დეპოზიტები გახდა ბანკებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნის 40%-დან 80%-მდე გამკაცრების საფუძველი. არასტაბილურობის ნიშნით. მსგავსი შემოდინებები არასტაბილურია და აღნიშნული არხით მოზიდული რესურსის დაკრედიტებისკენ მიმართვა მიზანშეუწონელი.
ბელარუსების 35%-მდე, რუსების 28%-მდე და უკრაინელების 30% -32%1 წელზე მეტია უკვე საქართველოშია. სსფ-ის სტანდარტით რეზიდენტის სტატუსი ესადაგება.
წყარო: BRG