თბილისი (GBC) – სებსტატის მონაცემებით, 2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $291.86 მლნ (₾811.1 მლნ) შეადგინა, რაც 3.9%-ით ($10.9 მლნ-ით) მეტია 2024 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულად გზავნილებში მარტში რუსეთის წილი თითქმის 30%-ით შემცირდა, ევროკავშირის ქვეყნების წილი კი 12.34%-ით გაიზარდა. აშშ–დან გზავნილების მოცულობა კი 21,7%–ით არის გაზრდილი. 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე $1 მლნ-ს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 96.5% მოდიოდა.

ამასთან, სებსტატის მონაცემებით, 2025 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ $32.1 მლნ (₾89.2 მლნ) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის მარტის ($29.6 მლნ) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8,5% მეტია.