თბილისი (GBC) - საბანკო სექტორმა, საზაფხულო კლების შემდეგ, მსესხებელთა ბაზა კვლავ გაზარდა.

კრედიტინფოს განახლებული ანგარიშით, 01.01.2025-ის მდგომარეობით, 1 588 300  აქტიური მსესხებელია (01.08.2024 – 1.577 მლნ). სესხებზე ნაშთი 45.8 მლრდ ლარამდეა მომატებული (01.08.2024 – 43 მლრდ).

როგორც იცით, კრედიტინფო მხოლოდ 10 მლნ ლარამდე სესხებს აღრიცხავს. ლიმიტი 2022-ის ბოლოს გაიზარდა ( მანამდე 3 მილიონის კრედიტებს მოიცავდა).

01.01.2025-ისთვის, ბანკის გაცემული კრედიტებიდან 3 წლამდე ვადაგადაცილებაში 82 365 მსესხებლის 140 260  სესხია, ჯამური ნაშთით, 1.405 მლრდ ლარი.

მიმდინარე წლის აგვისტოსთვის, თითქმის 10 000 -ით მეტი პრობლემური მსესხებელი იყო (01.08.20124- 91 500 მსესხებელი, 153 600 სესხი). მოცულობა კი თითქმის უცვლელია 1.4 მლრდ-მდე.

კრედიტინფოს ანგარიშით, 2024-ის ბოლოს, სულ (ბანკის, მისოს, ლომბარდის, სალიზინგო კომპანიის) 50.3  მლრდ ლარის მოცულობის აქტიური სასესხო კონტრაქტია გაფორმებული. მ.შ. სალიზინგო კომპანიების პორტფელი 0.6 მლრდ ლარის ფარგლებშია.

სექტემბერ-დეკემბერში სალიზინგოების და სგს-ების წილი გაზრდილია, ბანკების შემცირებული, 81.7% -მდე (01.08.2024 – 91.3%)