თბილისი (GBC) -  ლაშა ხუციშვილი საჯარო ფინანსების მართვის სფეროში პრაქტიკოსთა ურთიერთთანამშრომლობის ქსელის (PEMPAL) გაერთიანებულ შეხვედრას დაესწრო. თემაზე: „საჯარო ფინანსების მართვის სამომავლო პერსპექტივები თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე - ინოვაციური გადაწყვეტა".

შეხვედრა მსოფლიო ბანკის, PEMPAL-ის ახალი პროგრამის არსებული და პოტენციური დონორების, მასპინძელი ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს, მოწვეული ექსპერტების და მსოფლიოს 30 ქვეყნის, მათ შორის, PEMPAL-ის 21 წევრი ქვეყნის 200-მდე წარმომადგენლის მონაწილეობით გაიმართა მიმდინარე წლის 25 მარტს ავსტრიაში, ქ. ვენაში.

პანელურ განხილვაზე ხუციშვილთან  ერთად მოლდოვისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ფინანსთა მინისტრებიც მონაწილეობდნენ. ასევე ყირგიზეთის, რუმინეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ტაჯიკეთისა და სერბეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეები.

მთავარი საკითხები უკავშირდებოდა საჯარო ფინანსების მართვის თანამედროვე გამოწვევებს და ამის საპასუხოდ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობებს PEMPAL-ის ქსელის ფარგლებში.

ფინანსთა მინისტრმა საქართველოში წარმატებულ რეფორმაზე აღნიშნა, რაც დასტურდება საერთაშორისო შეფასებებით და რეიტინგებით.

ისაუბრა თანამედროვე გამოწვევებზე, მათ შორის, ციფრული ტექნოლოგიების როლზე საჯარო ფინანსების მართვის სფეროში, ასევე PEMPAL-ის ქსელის მნიშვნელობაზე გლობალური გამოწვევების საპასუხო მექანიზმების დანერგვაში.

PEMPAL-ის ქსელი თანამშრომლობს 3 თემატური მიმართულებით: ბიუჯეტირება, ხაზინა და შიდა აუდიტი და შიდა კონტროლი.

საორგანიზაციო და თემატური კომიტეტების ფარგლებში წარმოდგენილი არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის, შიდა კონტროლის დეპარტამენტის და სახაზინო სამსახურის წარმომადგენლები.

იხ.ვრცლად: https://www.pempal.org/events/future-pfm-strategic-alignment-and-innovative-solutions?