თბილისი (GBC) - სების ინფორმაციით, სურსათის გაძვირების ეფექტი ერთჯერადია და დამატებითი შოკები თუ არ იქნა, ეფექტი ეტაპობრივად ამოიწურება.
რეფინანსირების განაკვეთის 8%-ზე დატოვების მპკ-ის ოთხშაბათის გადაწყვეტილებაზე, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, რომ მკაცრი პოლიტიკა ნარჩუნდება.
განახლებული ცენტრალური სცენარით 2025 წელს ინფლაცია 4%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, 2026 -ში 3.5%-მდე შემცირდება.
მიზნობრივ 3%-იან დონესთან შედარებით ინფლაციის მაღალი ზრდა -5.2%, მისი თქმით განპირობებულია სურსათის ინფლაციით. სურსათის ფასი ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკს საყურადღებოდ ტოვებს. ამის გამორიცხვით და ასევე ხისტი ფასების საზომი სხვა მაჩვენებლების მიხედვით, ინფლაცია მიზნობრივზე ქვემოთ ნარჩუნდება (მომსახურების ინფლაცია -2.5%, საფასო ინფლაცია 2.4%-ია). აღინიშნა, რომ იმპორტირებული პროდუქტის ინფლაცია დაბალია - 0%.
მისი თქმით, მპკ-ის შემდგომი 17 დეკემბრის გადაწყვეტილება უკვე დაეფუძნება მომავალ მონაცემებზე. რისკების რეალიზების შედეგებს. თუ გაძვირების ეფექტების გავლენა გახანგრძლივდა, კომიტეტი განაკვეთს მოსალოდნელზე უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნებს, ან უფრო გაზრდის.