თბილისი (GBC) - კორპორაციული სესხების განაკვეთი ლარში გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში შემცირდა.

სებ-ის თვის მიმოხილვით, იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი, აგვისტოში 0.3 პ.პ.-ით, 13.4%-მდეა მომატებული. სავალუტო სესხის განაკვეთი კი, ბოლო საანგარიშო თვეში  0.8 პ.პ.-ით 9.6%-მდეა დაკლებული.

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, ბანკების კორპორაციული სესხების პორტფელი სექტემბრის მდგომარეობით (01.09.2025, 31.3 მლრდ ლარს აღემატება, რომლის 64%  - ₾ 20 მლრდ უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული.

მ.შ. გრძელვადიანი კრედიტების (27.1 მლრდ ლარი)  65.4% - 17,7 მლრდ ლარის პორტფელი სავალუტოა.

ლარში, იურიდიული პირების დაკრედიტების ზრდის ტემპი 16,4%-მდეა შემცირებული (L/m  +17.7%Y.Y, L/y +23%Y.Y). 

უცხოურ ვალუტაში, მაისიდან ტემპი აჩქარებულია, ასევე  აგვისტოში მომატებულია + 14.8% Y.Y-მდე (L/m + 14.4%Y.) თუმცა წლის ჭრილში, სებ-ის რამდენიმე რაუნდიანი რეგულაციების შედეგად, წლის ჭრილში, ზრდა მოთოკილია ( L/y  + 19% Y.Y.).